Freedom Imprisoned
Besik Kavshbaia
$15.00
Третий сборник лирических поэм молодого поэта Грузии, проживающего сейчас в Нью Йорке.
Lyrical poems by a seasoned Georgian poet.
ძვირფასო მკითხველო, ასე მგონია, თითქოს ამ წიგნის წაკითხვით,
ჩემი სულის გვირაბში შემოდიხართ ნახევრად. არ გპირდებით,
ბოლომდე შეაღწიოთ მასში, რომ მთლად გამოიცნოთ მისი ბუნების
საიდუმლო. ის თვით ჩემთვისაც არის გამოუცნობი, რადგან სიტყვები,
რომლებსაც ვწერ, უჩვეულოდ იბადებიან, საიდანღაც მოდიან.
ძირითადად, ჩემი ლირიკული ლექსები ასახავენ სიკეთისა და
ბოროტების ურთიერთსაწინააღმდეგო ბრძოლას; ისწრაფვიან ჰუმანი –
ზმისკენ და მიზნად ისახავენ ჭეშარიტი ქრისტიანული მორალის შენა –
რჩუნებას, რომლის „თავისუფლება ტყვეობაში” – გისოსებში მომწყვდ –
ეული სიმბოლური ფრინველი განასახიერებს, რომელიც ამ კრებულის
გარეკანშია გამოსახული. აი, ეს არის მთავარი თემა, რომელიც მთელ
ჩემს პოეზიას მოიცავს. ის არ გაგახალისებთ, მაგრამ შეიძლება
შეგმატოთ რაღაც ერთგვარი გამოცდილების ცოდნა მსგავს ვითარებ –
ებში და დაგეხმაროთ თქვენს შინაგან თავისუფლების ძიებაში.
ბესიკ ქავშბაია
For more information, visit the author’s website:
www.besikkavshbaia-poetry.me